მთავარი საკითხი, რომელიც წამოვწიეთ, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა - აკაკი მინაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:58 | 29.03.2021
ნანახია: 501

ჩვენი მთავარი საკითხები, რომელიც წამოვწიეთ, ისევ და ისევ არის პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მედიატორების შეხვედრა დასრულების შემდეგ ენმ-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მედიატორებს საკუთარი წინადადებები არ წარმოუდგენიათ.

"მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია, ჩვენი მთავარი საკითხები, რომელიც წამოვწიეთ, ისევ და ისევ არის პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, რადგან ჩვენი პოზიციაა, რომ თუ პირველ რიგში  ამ ორი ადამიანების გათავისუფლება არ მოხდა, მოლაპარაკების გაგრძელება იქნება რთული. ეს იყო თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით.

რაც შეეხება წინადადებებს, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და, სავარაუდოდ, რაღაც სურათი ხვალ გამოიკვეთება,"-განაცხადა მინაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე