ყველაზე აქტიური თემებიდან, ერთი შედარებით უკანა პლანზე გადავიდა - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:11 | 29.03.2021
ნანახია: 489

"გრძელდება კონსულტაციები. ამ ეტაპზე ბევრი ახალი არაფერი გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამუშაო პროცესი", - აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ალბათ, ხვალ საერთო რეჟიმში გაგრძელდება საუბარი.

"იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დასრულდება შეთანხმებით. ეს დამოკიდებულია მხარეების კეთილ ნებაზე და სათანადო მიდგომაზე. ჩვენს გუნდთან გვქონდა კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში, ვერ მოესწრო შეკრება. დღეს გაიმართება კიდევ შეხვედრა, გვექნება საუბარი იმაზე, რაც დიალოგს უკავშირდება. ყველაზე აქტიური თემები რაც არის ყველამ იცის, თუმცა აქედან ერთი შედარებით უკანა პლანზე გადავიდა. დეტალებს ვერ გავშლი. შეხვედრის შემდეგ, ხვალ გვექნება ჩამოყალიბებული, კონკრეტული პოზიცია. გარკვეულ საკითხებზე გვთხოვეს პოზიციის დაზუსტება, გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე. შემიძლია, საზოგადოება და კონკრეტულად, ჩვენი პარტიის მხარდამჭერები დავარწმუნო, რომ ხელი არ მოეწერება არც ერთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს, ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში", - განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე