შესაძლოა, ევროპამ, ნიკა მელიას გირაოს ფული გადაიხადოს - ზილფიმიანი

საქართველო, თბილისი - 17:16 | 29.03.2021
ნანახია: 420

დეპუტატ დავით ზილფიმიანის განცხადებით, შესაძლოა, ევროპამ გადაწყვიტოს, ნიკა მელიას გირაოს ფული გადაუხადოს.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართება, ამიტომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

"კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ რიგგარეშე არჩევნები პრაქტიკულად არ განიხილება. ამას ამბობს "ქართული ოცნება". თვალი რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ, თუ ეს ასე მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს, მაგრამ რეალობის ჩარჩოს ხომ არ უნდა გავცდეთ? ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ შეიძლება, ყველას სახე რომ შეუნარჩუნდეს, ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ევროპამ გადაწყვიტოს, ნიკა მელიას გირაოს ფული გადაუხადოს. თუ სხვა უხდის და ამაზე რაღაც აგრესია არსებობს, შეიძლება მეგობრისგან მიღებული დახმარება ნაკლებად იყოს აღქმული აგრესიულად", - განაცხადა ზილფიმიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე