ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა და არა ულტიმატუმი - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:08 | 29.03.2021
ნანახია: 405

ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა და არა ულტიმატუმი, ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

"ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. თუნდაც, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ-პლებისციტსაც, თვითმმართველობასთან მიბმულსაც, რეფერენდუმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ. მოცემულობა არის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მოცემულობა. ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია. გუშინ საჯარო განცხადებაც კი გააკეთეს, სადაც საუბრობენ ორ ულტიმატუმზე, რომლის გაუთვალისწინებლობის პირობებში, ისინი ხელს არაფერს მოაწერენ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოცემულობაზე, რომელიც სახეზეა. ეს ნიშნავს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები, როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დასრულდა, "ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრა კრისტიან დანიელსონთან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი. მისივე თქმით, კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე