კრისტიან დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ დიდი იმედი გააჩინა, რომ შეთანხმება შედგეს - გიგი წერეთელი

საქართველო, თბილისი - 11:13 | 28.03.2021
ნანახია: 846

კრისტიან დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით დიდი იმედი გააჩინა რომ, შესაძლებელია შეთანხმება შედგეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში კომპრომისებისთვის მზაობა არსებობს.

„პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომელიც ჯიუტად აცხადებს, რომ არის საკითხები, რომლებზეც არ ისაუბრებენ. ეს სწორედ ის მთავარი საკითხებია, რომლებიც ეხება პოლიტპატიმრების საკითხს და ვადამდელ არჩევნებს. ამიტომ, თუ ამ მიმართულებით ხელისუფლებაში არის კომპრომისის მზაობა, ოპოზიციაში არის ამის მზადყოფნა. ვხედავთ, რომ ოპოზიცია დიალოგში აქტიურად მონაწილეობს, დამატებით ბარიერებს არ ქმნის, მაგრამ სწორედ იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც კრიზისის განმუხტვისთვის მთავარ საკითხებად მიაჩნია, სწორედ აქ უნდა დაახლოვდეს პოზიციები და აქ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. რამდენიმე ტიპის კომპრომისზე შეიძლება ვისაუბროთ.

ოპოზიციას შეთავაზებული აქვს, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ პლებისციტის გზით წავიდეთ, როგორც კომპრომისული ვარიანტი. რა კომპრომისი უნდა იყოს იმაზე, რომ მელია და სხვა პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ნამდვილად გაუგებარია", - თქვა წერეთელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე