კომპრომისი სიძლიერის ნიშანია - კრისტიან დანიელსონი საქართველოში 3 დღე დარჩება

საქართველო, თბილისი - 10:46 | 28.03.2021
ნანახია: 471

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელმა, შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენდატი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, ახლა კომპრომისის დროა.  

"ძალიან მიხარია საქართველოში დაბრუნება. მოუთმენლად ველოდები, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას, როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ისე მმართველ გუნდთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია. იმის ნიშანია, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა. აქ დავრჩები სამი დღით. მოუთმენლად ველოდები, ისევ მოგმართოთ თქვენ ჩემი მისიის დასასრულს და ეს სამშაბათს მოხდება", - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე