როგორც კი ფეხს დავადგამ საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება, რომ ოცნების მხარდაჭერა 5%-ია, ჩემი 70-75 % - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 23:55 | 27.03.2021
ნანახია: 563

 ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ მოქმედ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოუგებს ჩემი, მკვდრის სახელი არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი საქართველოში ჩამოვა, აღმოჩნდება რომ მოქალაქეების უმეტესობა მას დაუჭერს მხარს, რისი დაშვებაც ხელისუფლებას არ უნდა.

"თუ მართლები არიან, მაშინ, პირიქით, საბოლოდ არ უნდა „გაიასნდეს“ ყველაფერი, მათი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ. უნდა ჩამოვიდე, უნდა დამხვდეს აღშფოთებული მასა, უნდა ჩამქოლონ. მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ასე ყოფილა. თუ არადა, არ ყოფილა ასე.

მოდით, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, 24 საათის განმავლობაში გამიშვით ქუჩაში, დედას ვფიცავარ, დაცვას არ ვიხმობ. მივცეთ ხალხს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს აზრი. ამას რატომ არ უშვებენ? იმაში ხომ არაა საქმე, როგორც კი ფეხს დავადგამ საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება, რომ მათი მხარდაჭერა არის ხუთი პროცენტი და ჩემი, ვთქვათ, 70-75“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე