„ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

საქართველო, თბილისი - 16:42 | 27.03.2021
ნანახია: 382

„ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება. როგორც ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარძემ განაცხადა, შალვა პაპუაშვილის სამსახურის ფუნქციებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაციაა.

„პირველი საკითხი იყო ახალი მდივანი, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ და მოიწონა უმრავლესობამ. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე