კახა კალაძის დიაგნოზი ცნობილია. მას ე.წ. ვესტიბულოპათია დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 16:40 | 27.03.2021
ნანახია: 434

დედაქალაქის მერის კახა კალაძის საბოლოო დიაგნოზი ცნობილია. კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია დაუდგინდა.

"თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს,"- აცხადებს პროფესორი ზურაბ ფაღავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე