თავდაცვის მინისტრმა სანდრო გირგვლიანის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველო, თბილისი - 13:23 | 28.01.2016 ნანახია: 1764სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მოადგილესთან ანა დოლიძესთან და მრჩეველთან მაია ქავთარაძესთან ერთად კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სანდრო გირგვლიანის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც მივიდა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის სიკვდილმა საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა.
„ძალიან ბევრი წელია, ჩვენ აქ მოვდივართ ბევრი რამის ნიშნად. პირველ რიგში, მწუხარების გამოსახატავად, ამავე დროს იმის საჩვენებლად, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სახელმწიფოში არ უნდა განმეორდეს ამბავი, რომელიც საქართველოში 27 იანვრის ღამეს მოხდა, არასდროს შეიძლება სახელმწიფო ისეთი ყრუ და მუნჯი იყოს, როგორც იმ წლების განმავლობაში იყო. სანდრო გირგვლიანის საფლავი არის ნიშანი იმისა, სახელმწიფო გაქვს თუ არ გაქვს. ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა. გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს ხედავდა სარკეში. ამიტომ, ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, სპეციფიკურად მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე არასდროს დაგვავიწყდეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ანა დოლიძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საზარელმა მკვლელობამ საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. „ყველას უნდა გვახსოვდეს, რას შეეწირა სანდრო გირგვლიანი და როგორ შეიტანა ამ ტრაგიკულმა ამბავმა საქართველოს ისტორიაში წვლილი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა