ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 21:05 | 26.03.2021
ნანახია: 639

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფეისბუქში წერს, რომ იმყოფება სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

კალაძე ამბობს, რომ ერტებრო - ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე“, – წერს კახა კალაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე