ივანიშვილი და სააკაშვილი არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და არ იღებენ პასუხისმგებლობას, ეს არის პრობლემა - ანდრიუს კუბილიუსი

საქართველო, თბილისი - 23:06 | 25.03.2021
ნანახია: 511

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეალური ლიდერები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან და უკეთესი იქნება კრისტიან დანიელსონი მათ ელაპარაკოს.

"ევროკავშირს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას არ შეუძლია მოაგვაროს ლიდერობის კრიზისი საქართველოში, ეს დამოკიდიბულია მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ პარტიებზე, რეალურ ლიდერებზე, რომლებიც სცენის უკან არიან და რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მთლიანად მოლაპარაკების პროცესზე და დისკუსიებზე თუ როგორ მოგვარდეს კრიზისი. თუმცა, ისინი არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და არ იღებენ პასუხისმგებლობას მოლაპარაკებების შედეგებზე, ეს არის პრობლემა", - ამბობს კუბილიუსი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე