მე ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი ვარ, რადგან ანიტა რაჭველიშვილმა ციხეში ჩამსვა - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 19:25 | 25.03.2021
ნანახია: 904

"ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე გამასამართლა და ციხეში ჩამსვა". - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რადიო იმედის ეთერში თქვა.

"ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც ციხეში ჩასვა. ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს". - ამბობს წულუკიანი.

23 მარტს, ქართველმა საოპერო მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ "სანამ კულტურას წულუკიანი მართავს, საქართველოში სცენაზე მისი ფეხი არ დადგება".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე