პიროვნულად კარგი ხალხია, იდეოლოგიურად - არანორმალურები - მამუკა მდინარაძე "გირჩზე"

საქართველო, თბილისი - 18:30 | 25.03.2021
ნანახია: 520

პიროვნულად კარგი ხალხია, იდეოლოგიურად - არანორმალურები - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "გირჩის" წარმომადგენლებზე [ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი, იაგო ხვიჩია].

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებასა" და "გირჩს" შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

"დიახ, ძირითადად მე ველაპარაკები, თუმცა არა მხოლოდ. პიროვნულად კარგი ხალხი ჩანს, თუმცა ისეთებს ლაპარაკობენ, სამივე არანორმალურია იდეოლოგიურად, ამიტომ შეთანხმების მიღწევა და საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს", - განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე