თურქ ჟურნალისტს პრემიერის კრიტიკისთვის პირობითი სასჯელი მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 28.01.2016
ნანახია: 1814

თურქული ოპოზიციური გაზეთის Today's Zaman-ის ყოფილ მთავარ რედაქტორს ბიულენტ ქენეშს 14-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ანკარის სასამართლომ აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტს თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს კრიტიკისთვის გამოუტანა.

მანამდე ქენეშმა გაზეთის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა, მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო.

სასამრთლოს აზრით, ქენეშმა დავუთოღლუს მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ჟურნალისტის ადვოკატის დასკვნები, რომლის თანახმად, სოციალური ქსელი კონსტიტუციურად მინიჭებული უფლების - თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე