British Airways-ი ირანში ბრუნდება

საქართველო, თბილისი - 12:19 | 28.01.2016
ნანახია: 1571

ავიაკომპანია British Airways-ი ირანის დედაქალაქში ფრენებს განაახლებს.

როგორც ირანული მედია ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, ავიაკომპანია თეირანის მიმართულებით ფრენებს მარტის დასაწყისიდან განაახლებს.

British Airways-ი ლონდონი-თეირანის რეისს კვირაში ოთხჯერ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ British Airways-მა ირანული ბაზარი 2012 წელს ირანისთვის დაწესებული სანქციების გამო დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე