გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“ - ლევან ბეჟაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:53 | 23.03.2021
ნანახია: 516

გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი. მისი განმარტებით, ამ ადამიანის მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს გახარიას განცხადებები, რომელიც პოლარიზაციას პირიქით ხელს უწყობდა: „ნაციონალურ მოძრაობას“ გაგაქრობთ” და ა.შ. ამ ადამიანისგან პოლარიზაციასთან დაკავშირებული ნოტაციების კითხვა უადგილოა. ვიცით, რომ გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“. შესაბამისად, ამ ადამიანთან მიმართებაში განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება და მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე