კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 21:58 | 22.03.2021
ნანახია: 691

დროა, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები, კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

"შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დროა, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება", - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

მანამდე, ბრიუსელში გამართულ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, კრისტიან დანიელსონის საქართველოში მისიის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციას 12 მარტიდან უწევდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის. 18 მარტს გამართული ერთობლივი შეხვედრის ბოლოს გაირკვა, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე