პუტინი მკვლელია, ტირანია, რომელსაც მიზანში ჰყავს ამოღებული თავისუფლებისმოყვარე ხალხი - ადამ კინზინგერი

საქართველო, თბილისი - 19:07 | 22.03.2021
ნანახია: 933

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მკვლელია. ამის შესახებ კინზინგერი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.

კინზინგერის თქმით, პუტინი მთელს მსოფლიოში ქაოსს თესავს და ამისთვის მას არავინ სჯის.

"რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე. პუტინი მკვლელია. ის არის ტირანი, რომელსაც მიზანში ჰყავს ამოღებული თავისუფლებისმოყვარე ხალხი და მათი არჩევნები. იგი დაეხმარა ასადის რეჟიმს სირიაში 50 ათასზე მეტი ბავშვის მკვლელობაში და აწამებს აქტივისტებს ბელარუში. ის მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავს და დღემდე დაუსჯელია", - წერს კინზინგერი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე