სავარაუდოდ ​"ასტრაზენეკათი" ავიცრები, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით - ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 14:45 | 22.03.2021
ნანახია: 442

სავარაუდოდ ​"ასტრაზენეკათი" ავიცრები, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

"„აუცილებლად შეგატყობინებთ, როდის ავიცრები. მე შევპირდი მოსახლეობას, რომ გავიკეთებ ვაქცინას და მედია ამის შესახებ აუცილებლად გაიგებს. სავარაუდოდ, "ასტრაზენეკათი" ავიცრები, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე