შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია, რომ შექმნას "ქართული ოცნება 2" - გიორგი მარველაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:35 | 22.03.2021
ნანახია: 678

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს, როგორც "ქართული ოცნება 2"-ის შექმნის მცდელობას.

"პარასკევს თუ ხუთშაბათს საღამოს ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში ძლიერი, ალტერნატიული, პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს ეს თითქოს მისია, რომ შექმნას ქართული ოცნება 2. რა შემიძლია ვთქვა, მადლობა ქართულ ოცნებას ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე