საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველი მესაზღვრეებისთვის პროფესიული დღის რუსი მესაზღვრის ფოტოთი მილოცვის გამო ბოდიში მოიხადა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 22.03.2021
ნანახია: 401

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ 21 მარტს, ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე თავის ფეისბუქგვერდიდან რუსი მესაზღვრის ფოტოთი მიულოცა.

„მეგობრებო,საიდუმლო არაა რომ facebook -ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო“, - წერს სუჯაშვილი.

ამჟამად, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ფეისბუკის გვერდიდან პოსტი წაშლილია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე