იმ მასშტაბის საპროტესტო ტალღა უნდა იყოს, რომ შეუძლებელი გახდეს ამ რეჟიმისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 20:28 | 20.03.2021
ნანახია: 580

იმ მასშტაბის საპროტესტო ტალღა უნდა იყოს, და არა მარტო თბილისში, და უნდა გაგრძელდეს, რომ შეუძლებელი გახდეს ამ რეჟიმისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება, - განაცხადა მთავარი არხის ეთერში. "ევროპული საქარტველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა იყვნენ ჩართულნი.

"რესურსი უნდა შევქმნათ, ლოდინი არაფერს არ მოიტანს, ეს ლოდინის რეჟიმი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ვადამდელი არჩევნებისთვის მზადების რეჟიმში, ერთი მხრივ, ჩათვალეთ, რომ ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში. მეორე მხრივ, საპროტესტო ტალღის მომზადების კამპანიაში. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ოპოზიციაზე. ჩვენ უბრალოდ საზოგადოების ნაწილი ვართ და მისი სხვადსხვა ჯგუფის თუ სხვადასხვა გადაწყვეტილების მქონე მოქალაქეების.

იმ მასშტაბის საპროტესტო ტალღა უნდა იყოს, და არა მარტო თბილისში, და უნდა გაგრძელდეს, რომ შეუძლებელი იყოს ამ რეჟიმისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება. კარგ შემთხვევაში, თუ გონიერება ეყოფათ, ვადამდელი უნდა დაინიშნოს, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ თავისუფალი და საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, პრეზიდენტი მიშელის მთელი ეს პაკეტი უნდა შესრულდეს. ცუდ შემთხვევაში, შეიძლება ისეთი სცენარი წავიდეს, რომელიც არ გვსურს, ოღონდ ამის გამორიცხვასაც სჭირდება ხალხის სწრაფად მობილიზება, რომ შეუძლებელი იყოს ამის აღარ დანახვა ივანიშვილის მხრიდანაც კი", - თქვა ბოკერიამ.

ოპოზიციამ დღეს უწყვეტი აქციების დააანონსა. 15 მაისს კი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე