ოპოზიცია პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადის

საქართველო, თბილისი - 12:17 | 20.03.2021
ნანახია: 647

ოპოზიციური პარტიები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკები ჩააგდო, არ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების მედიაცია ისინი აქტიურ ქმედებებზე გადადიან. ოპოზიცია რეგიონების მცხოვრებლებთან შეხვედრებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

დღეიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან ჩვენს უკან არის სიმართლე. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. თუმცა, ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე და ეს მოხდება 15 მაისს. ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე