მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა დასახელდა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 20.03.2021
ნანახია: 882

ფინეთი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა. გაეროს მიერ შედგენილ ყოველწლიურ რეიტინგში, ქვეყანა პირველ ადგილს უკვე მეოთხედ იკავებს.

მეორე ადგილზეა დანია, ხოლო მესამეზე - შვეიცარია.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ტოპ-ხუთეულში ასევე მოხვდნენ ისლანდია და ნიდერლანდები.

გერმანიას მე-13 ადგილი ერგო, დიდ ბრიტანეთს - მე-17, აშშ-ს კი - მე-19. რუსეთი მე-60 პოზიციაზეა, საქართველო კი რეიტინგში 73-ე ადგილზეა, წინა რეიტინგთან შედარებით ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელი 8 პუნქტით გაუმჯობესდა.

149 ქვეყანას შორის ბოლო სამი ადგილი რუანდამ, ზიმბაბვემ და ავღანეთმა დაიკავეს.

კვლევის დროს გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, კორუფცია, სოციალური სისტემების მუშაობის ხარისხი, თავისუფლების ხარისხი  და ა.შ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე