ქართულ ოცნებას შევუთანხმდი, რომ შევეხმიანები და უშუალოდ მათთან დავიწყებთ ლაპარაკს - ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველო, თბილისი - 20:23 | 19.03.2021
ნანახია: 669

"გირჩი "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, სულ უფრო მცირდება იმის იმედი, რომ პრობლემას ფასილიტატორები გადაწყვეტენ.

"მგონია, ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ. როგორც მინიმუმ, ხომ უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ, თუ გვაქვს ამის უნარი, ჩვენ მოვიფიქროთ გამოსავალი და ვცადოთ მისი განხორციელება, დავტესტოთ. თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის და ასეთი საგიჟეთი გვქვს, რავი... ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს, ქართულ ოცნებას შევუთანხმდი, რომ დავუკავშირდები, რათა მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა. ოპოზიციას, ვისაც უნდა, ჩვენ ღია ვართ, ყველასთან ვსაუბრობთ... ქართულ ოცნებას შევუთანხმდი ნამდვილად, რომ შევეხმიანები და უშუალოდ მათთან დავიწყებთ ლაპარაკს", - თქვა მეგრელიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე