საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟან კასტეკსი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა

საქართველო, თბილისი - 19:00 | 19.03.2021
ნანახია: 516

საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟან კასტეკსი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა.

პრემიერს ვაქცინა ქალაქ სენ მანდეს სამხედრო ჰოსპიტალში გაუკეთდა. აცრის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. აცრის შემდეგ ჟან კასტეკსმა განაცხადა, რომ არაფერი უგრძვნია.

მანამდე, საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა სამმართველომ (HAS), ევროპის წამლის სააგენტოს გადაწვეტილების შემდეგ განაახლა ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება და გასცა რეკომენდაცია აღნიშნული ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირების აცრ

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გუშინ განაცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და ის არ არის დაკავშირებული თრომბის და სისხლის შედედების პრობლემებთან.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს გადაწყვეტილების შემდეგ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების განახლების შესახებ ასევე განაცხადეს იტალიამ, საფრანგეთმა, კანადამ და ლატვიამ.

ის შესახებ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე