გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლატვია და კანადა ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენებას განაახლებენ

საქართველო, თბილისი - 09:57 | 19.03.2021
ნანახია: 842

გერმანია ასტრაზენეკას ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას განაახლებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. განცხადება ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

“ჩვენი მიზანია - 19 მარტს, დღის განმავლობაში დავიწყოთ ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაცია“, - თქვა მან.

მინისტრის თქმით, სააგენტოს გადაწყვეტილებამ დაადსტურა ასტრაზენეკას ვაქცინის უსაფრთხოება და ხარისხი. ამასთან, შპანმა გამართლებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მარეგულირებლის დასკვნამდე ვაქცინის გამოყენება შეჩერებული იყო.

მისივე თქმით, პაციენტებისთვის დამზადდება განმარტებითი ბროშურა ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გუშინ განაცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და ის არ არის დაკავშირებული თრომბის და სისხლის შედედების პრობლემებთან.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს გადაწყვეტილების შემდეგ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების განახლების შესახებ ასევე განაცხადეს იტალიამ, საფრანგეთმა, კანადამ და ლატვიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე