„ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მათში ძალიან რთულია მოლაპარაკების რესურსის მოძებნა, ამიტომ ეს იქნება ძალიან მაღალი ფასი - მინაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:25 | 19.03.2021
ნანახია: 371

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მათში ძალიან რთულია მოლაპარაკების რესურსის მოძებნა, ამიტომ ეს იქნება ძალიან მაღალი ფასი. პოლიტიკური ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, ბუნებრივია, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იყო ორი მთავარი საკითხი, რაზეც ვერ მოხდა „ქართული ოცნების“ დათანხმება, ეს არის მთავარი საკითხი იმ კრიზისის გადასაწყვეტად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მძიმედ, პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გამოშვება და ზოგადად პოლიტიკური დევნის დასრულება ქვეყანაში. მეორე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მათში ძალიან რთულია მოლაპარაკების რესურსის მოძებნა, ამიტომ ეს იქნება ძალიან მაღალი ფასი. პოლიტიკური ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ და გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, ბუნებრივია, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ახლად მიმდინარეობს, თუმცა ეს გახდება უფრო ფართო და უფრო ინტენსიური“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, ამ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელსაც არ აინტერესებს მოქალაქეების ინტერესი.

„ამ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელია ხელისუფლება, დღეს ხელისუფლებამ გვაჩვენა უპასუხისმგებლობა, მათ არ აინტერესებთ მოქალაქეების ბედი და მოქალაქეების ინტერესი. მინდა გითხრათ ჩვენი გეგმა, ჩვენი პოზიცია იმ მომენტამდე, ვიდრე ნიკა მელია არის დაკავებული და არის პატიმრობაში, ვიდრე გიორგი რურუა არის პატიმრობაში ამ მოლაპარაკების სივრცე „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეულწილად შეიზღუდა“, – განაცხადა მინაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე