ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმების მისაღწევად, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს საკითხებს, რომლებიც რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 09:12 | 19.03.2021
ნანახია: 464

ჩვენი მხრიდან არსებობდა სრული მზადყოფნა, სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად. მათ პრიორიტეტი მიანიჭეს იმ საკითხებს, რომლებიც კონკრეტულად მათი რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხდა.

„მართლაც ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებები იყო და მოკლედ რომ შევაჯამო, გეტყვით, რომ სახელმწიფოსთვის საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან არსებობდა სრული მზადყოფნა, სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითხებს, რომლებიც კონკრეტულად მათი რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული. ჩემს ამ შეფასებას ადასტურებს დღეს თქვენს წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუასა და ნიკა მელიას საკითხი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან, შეთანხმება შესაძლებელია.

"ნებისმიერ შემთხვევაში ეს დრო არ იყო დაკარგული დრო. იმ საკითხებზე, რაც საქართველოსა და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, პოზიციები არის დაახლოებული და ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალში თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან, ჩვენ შევძლებთ ამაზე შეთანხმებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე