სრულიად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნისა და ვადამდელი არჩევნების საკითხებზე - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 08:22 | 19.03.2021
ნანახია: 396

ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, ამ მომენტში, არის ამ ხელისუფლების კიდევ უფრო გაშიშვლება ივანიშვილის გარემოცვისა და უუნარობის ყველა საკვანძო საკითხზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო, განსაკუთრებით სრულიად შეურაცხადი პოზიცია იყო, ამდენი საათის განმავლობაში პოლიტპატიმრების საკითხზე, პოლიტიკური დევნისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს, კერძოდ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვებაც, ეს არის ამდენი საათი გაგრძელების ერთადერთი ახსნა. დათმობამდე საქმე არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც ამ ვითარებიდან ჩემი აზრით, გამოსავალს იპოვიდა. ვგულისხმობ, ყველა საკითხს და მათ შორის გამოვყოფდი, პოლიტიკურ დევნასა და პოლიტპატიმრებს- მელიას, რურუას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს. ამ ფაზაში ეს ამბავი დასრულებულია, როდესაც მე ვლაპარაკობდი პოლიტიკურ შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების, ეს დაინახა ყველამ. თუ იქნება ივანიშვილი და მისი გარემოცვა მზად, რომ ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს. ბუნებრივია, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად ქართული საზოგადოებისთვის და აქედან გამომდინარე თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე