არ მესმის, საერთოდ აქ რა ხდება - ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველო, თბილისი - 08:17 | 19.03.2021
ნანახია: 688

მე არ მესმის საერთოდ, აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა მმართველი პარტიის და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს მოლაპარაკების საკითხები საიდუმლოდ.

„ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება. ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც მე ვარ შეზღუდული, რომ ვისაუბრო. მე არ მესმის, საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის. მათ შორის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის. მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი არის ძალიან კომპეტენტური. საბოლოო ჯამში, იმედი მქონდა, რომ მე ვცდებოდი და რაღაც შედეგი დადგებოდა. ახლა რომ დავრწმუნდი, შედეგი არ დადგა, ახლა ველოდებით რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს საუბრის დაწყება. იყო იქ პუნქტები, რომელიც მომწონდა. ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე. კონკრეტულად ვერ ვპასუხობ კითხვებს, ეს არის ჩემი მთავარი პრობლემა", - თქვა მეგრელიშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე