ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

საქართველო, თბილისი - 00:51 | 19.03.2021
ნანახია: 421

ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დასრულდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, რომელზე ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ ძირეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.

მისი განცხადებით, იგი დილით დატოვებს საქართველოს და მოლაპარაკებების შესახებ შარლ მიშელს ანგარიშს წარუდგენს.

შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 9 საათს განმავლობაშ მიმდინარეობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე