ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია - ევროპის მედიკამენტების სააგენტოს დასკვნა

საქართველო, თბილისი - 20:47 | 18.03.2021
ნანახია: 534

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ექსპერტთა კომიტეტმა გამოიტანა მკაფიო სამეცნიერო დასკვნა: ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა... კომიტეტმა ასევე დაასკვნა, რომ ვაქცინა არ არის დაკავშირებული თრომბის და სისხლის შედედების პრობლემებთან", - თქვა ემერ კუკმა, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს დირექტორმა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად ამ დასკვნისა, ისინი კვლავ გააგრძელებენ დაკვირვებას თრომბის შემთხვევებსა და ვაქცინას შორის შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად.

ვროკავშირის მარეგულირებელმა თრომბსა და ვაქცინას შორის შესაძლო კავშირის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა ასტრაზეენკას პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი.

გუშინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის უპირატესობა მის რისკებს აღემატება და ქვეყნებს ვაქცინაციის გაგრძელებისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე