კრეტაზე არტემიდესა და აპოლონის ანტიკური ხანის სკუპლტურები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:04 | 28.01.2016
ნანახია: 2754

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე არქეოლოგიური გათხრებისას ძველბერძნული ღმერთების აპოლონისა და არტემიდეს სკულპტურები აღმოაჩინეს.

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ინოფრმაციით, არტემიდეს ქანდაკება ბრინჯაოსგან არის დამზადებული, აპოლონის კი - მარმარილოსგან. მათი სიმაღლე პედესტალთან ერთად ნახევარ მეტრს შეადგენს.

ექსპერტებმა აღმოჩენას უნიკალური უწოდეს, რადგან ქანდაკებები კარგად არის შემონახული. მკვლევარები სკულპტურებს ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სკულპტურები კრეტას საზღვრებს გარეთ დაამზადეს, კუნძულზე კი ერთ-ერთი დიდგვაროვანის სახლისთვის ჩაიტანეს. იმ დროისათვის მსგავსი ქანდაკებები ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე