სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 18.03.2021
ნანახია: 633

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

"შეხვედრა მქონდა "აყვავებული სომხეთის" ფრაქციის ხელმძღვანელ გაგიკ წარუკიანთან. შევთანხმდით, რომ დღევანდელი შიდა პოლიტიკური ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია", - წერს ფაშინიანი.

მისივე თქმით, პრეზეიდენტ არმეს სარქისიანთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებით, საპარლამენტო არჩევნების თარიღად 20 ივნისი დადგინდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე