იმედი მაქვს, ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:40 | 18.03.2021
ნანახია: 513

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა, გააგრძელონ კონსტუქციული დიალოგი მოკლე დროში შესაბამისი შეთანხმების მისაღწევად.

„იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე