ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - რა მოხდა ვარკეთილში

საქართველო, თბილისი - 10:57 | 28.01.2016
ნანახია: 1992

მკვლელობა მოხდა თბილისში - ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უცნობია მკვლელობის მოტივი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარი სამართალდამცავების მისვლის შემდეგ შეიტყვეს. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე