ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 21:45 | 17.03.2021
ნანახია: 443

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრით პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა. მან აღნიშნა, რომ უფრო ვრცლად ხვალ დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.

"ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია, ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები.

საინტერესო დისკუსია შედგა დღეს, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რაღაცებზე პოზიციები უკვე შეჯერდა, თუმცა, გრძელდება სხვა საკითხების განხილვა და იმედი მაქვს, ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიციასთან გამართული ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც შვედი დიპლომატის მედიაციით შედგა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს, საღამოს გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე