AstraZeneca -ს ვაქცინის სარგებელი მის რისკებს აღემატება - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 21:39 | 17.03.2021
ნანახია: 546

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ იძლევა რეკომენდაციას AstraZeneca -ს ვაქცინის გამოყენების შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინის სარგებელი მის რისკებს აღემატება. „ამ დროისათვის ჯანმო-ს მიაჩნია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის უპირატესობა მის რისკებზე მაღალია და ჩვენი რეკომენდაციაა ვაქცინაცის გაგრძელება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, თრომბოემბოლია, რომელიც  AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შემდეგ რადენიმე პაციენტს გამოუვლინდა, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების გავრცელების მხრივ მსოფლიოში მესამე ადგილზეა და მკაფიო მტკიცებულებები დაავადებისა და ვაქცინის კავშირის შესახებ ჯერ არ არსებობს.

როგორც მოსალოდნელია, ჯანმო-ს ვაქცინის უსაფრთხოების  გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, 18 მარტს გააჟღერებს.

 

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ დროებით გააჩერა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე