Apple-მა iPhone 7 Plus შესაძლოა ორმაგი კამერით აღჭურვოს

საქართველო, თბილისი - 10:49 | 28.01.2016
ნანახია: 1710

კომპანია Apple-მა საუკეთესო ხარისხის ფოტოსისიისათვის, iPhone 7 Plus-ი შესაძლოა ორმაგი კამერით აღჭურვოს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

„სმარტფონში ფოტოების ხარისხის ამაღლებისათვის გამოყენებული იქნება „ორმაგი კამერის სისტემა“. ასევე მოახლოებისას ხარისხის კარგვა შემცირდება“, იტყობინება ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუო.

როგორც კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, „ჩაკბეჩილი ვაშლი“ ორი მოდიფიკაციის სმარტფონს გამოუშვებს. ანუ საუბარია იმაზე, რომ ერთ მოდიფიკაციას ერთი კამერა ექნება, ხოლო მეორე მოდიფიკაციის სმარტფონს კი ორმაგი კამერა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიზნის მისაღწევად Apple-მა 2015 წელს სხვა კომპანია შეიძინა, რომელიც ორმაგი კამერების შექმნა/წარმოებაზე იყო ორიენტირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე