NATO მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 19:56 | 17.03.2021
ნანახია: 580

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია. NATO მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს , - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ის NATO მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის მიერ გაწეულ მედიაციის ძალისხმევას.

"NATO-სა და საქართველოს პარტნიორობა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვერიდებით და არ გვრცხვენია რთული დისკუსიებისაც. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია და NATO მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, როგორც ეს ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ეს მოიცავს აზრთა სხვადასხვაობის მოგვარებას პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით. NATO მხარს უჭერს მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ეწევა ევროკავშირი.

ბატონო პრემიერ-მინისტრო მე მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, რათა იპოვოთ საერთო ენა და გამოსავალი. საქართველო NATO-სთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახლავთ“, - აცხადებს იენს სტოლტენბერი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე