"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი - ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:16 | 17.03.2021
ნანახია: 718

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი განცხადებით, ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც, პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების საკითხი და სადაც უკანონოდ დაკავებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდზე მოლაპარაკების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას, კონსულტაციებს და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე