ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით საერთო ჯამში თავისუფალი და გახსნილი იყო - სვენ მიკსერი

საქართველო, თბილისი - 16:06 | 17.03.2021
ნანახია: 395

ძალიან გახსნილი და ღია საუბარი გვქონდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საგარეო საქმეთა კომიტეტის მომხსენებელი ვარ და საქართველო ჩემს საკურატორო სფეროს მიეკუთვნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა , საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და გამოსავალს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ ამ დონეს მიაღწია და რეალურ ბარიერად იქცა ნორმალური საპარლამენტო პოლიტიკური პროცესის წარმოებისთვის. იგივე ეხება ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს ევროკავშირსა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების კუთხით. რთული სიტუაციაა. არ მინდა დიაგნოზის დასმა იმის თაობაზე თუ რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. მნიშვნელოვანია მომავლისკენ გავიხედოთ და სიტუაციიდან გამოსავალი ვეძიოთ. მარტის დათქმა მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით საერთო ჯამში თავისუფალი და გახსნილი იყო. გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა და გარკვეული საკითხებიც მოსაგვარებელი იყო“, - აღნიშნა სვენ მიკსერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე