"ქართული ოცნების" და ოპოზიციის წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ

საქართველო, თბილისი - 16:01 | 17.03.2021
ნანახია: 434

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა 16:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაიწყება.

კრისტიან დანიელსონი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მანამდე ის ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდა.

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციას 12 მარტიდან შეუდგა. მედიაციის პროცესში მონაწილეობენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე