ბაიდენი ამბობს, რომ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი უნდა გადადგეს, თუ მის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდება

საქართველო, თბილისი - 11:12 | 17.03.2021
ნანახია: 749

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ანდრიუ კუომომ პასუხი უნდა აგოს, თუ მის მიერ სექსუალური შევიწროებს ფაქტი დადასტურდება. ჟურნალისტის შეკითხვას უნდა გადადგეს თუ არა კუომო თანამდებობიდან, თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ ქალის განცხადება რომელიც კუომოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სიმართლეა, ბაიდენმა ერთმნიშვნელოვნად უპასუხა „დიახ“.

„ვფიქრობ, რომ მას სავარაუდოდ პასუხისგებაში მისცემენ“, - დასძინა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია გამოძიების ჩატარება, რათა დადგინდეს, სიმართლეს ამბობს თუ არა ქალი.

 ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ მცირე შვიდი ქალი კუომოს სექსუალურ შევიწროებასა და შეუფერებელ ქმედებებში ადანაშაულებდა. შტატის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კუომომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და საზოგადოებას მოუწოდა გამოძიების შედეგებს დაელოდოს. მისი თქმით, ის არავის ავიწროებდა, არ შეურაცხყოფდა და არასდროს ჩაუდნია ის, რაშიც ადანაშაულებენ. გუბერნატორმა თქვა, რომ არ არსებობს ფაქტები, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე