ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება

საქართველო, თბილისი - 10:55 | 17.03.2021
ნანახია: 328

საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს. ერთობლივ პრესრელიზში, რომელიც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად.

„ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა. ორივე მხარე მიესალმა სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას," - აღნიშნულია პრესრელიზში.

ასოცირების საბჭო მიესალმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით მიმდინარე მუშაობას და ევროკავშირის მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ მხარი დაუჭიროს მის განხორციელებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე