ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 10:22 | 17.03.2021
ნანახია: 560

ბრიუსელი დღესაც პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრია. ქართულ დელეგაციას ოფიციალური შეხვედრები ამჯერად ევროპარლამენტსა და NATO-ს შტაბ-ბინაში აქვს დაგეგმილი. უნდა შედგეს აუდიენცია ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის. რის შემდეგაც ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოს პრემიერი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. დღესვე ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

"ნატოსგან ასევე ველოდებით მხარდამჭერ განცხადებებს, ასევე ველოდებით იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ერთ-ერთი წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას. ასევე ველოდები იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების კიდევ ერთხელ აღიარებას, რომელსაც საქართველო ახორციელებს საბოლოო წევრობისთვის, ველოდებით იმას,რომ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს ვუთხრათ რას აკეთებს ქვეყანა რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში როგორც ნატოს საიმედო დასაყრდენის და პარტნიორის ფუნქციას როგორ ახორციელებს ის,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე