ვთხოვთ, ყველა პარტიას, დააყენოს ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე და იპოვოს კომპრომისი - ჯოზეფ ბორელი

საქართველო, თბილისი - 18:37 | 16.03.2021
ნანახია: 501

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იპოვოს საერთო ენა, რათა ეს ყველაფერი მოემსახუროს ქართველი ხალხის ინტერესებს უპირველ ყოვლისა და სწორედ ამიტომ, აუცილებელია დათმობებზე წასვლა, -  ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იპოვოს საერთო ენა, ვთხოვთ ყველა პარტიას, დააყენოს ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე და იპოვოს კომპრომისი,

ევროკაშირი მხარს უჭერს პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას შორის დიალოგს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერი ტიპის დიალოგს, რომელიც მოემსახურება ქვეყნის კეთილდღეობას. შარლ მიშელის ვიზიტიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურა. ამ ეტაპზე, კრისტიან დანიელსონი განაგრძობს ამ მიმართულებით სვლას, რათა გაეწიოს მედიაცია ამ დიალოგს და პრობლემა იყოს გადაჭრილი. ჯერჯერობით, შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან დიალოგის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ პროცესები კონსტრუქციულად უნდა წარმიმართოს. იგივე ნაბიჯები უნდა გადაიდგას ოპოზიციის მხრიდანაც. ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები და ამ შეთავაზებებზე ვისაუბრებთ მომდევნო დღეებში და რასაკვირველია, ეს საშუალებას აძლევს ორივე მხარეს, რომ საერთო შეთანხმებას მიაღწიონ," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე