საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 16.03.2021
ნანახია: 549

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

აღნიშნული ფაქტის გამო, ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები.

პრობლემის აღმოფხვრამდე ყველა ოფიციალური ინფორმაცია და ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე:

https://www.facebook.com/parliamentgeo

https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე